image

თემა: ღმრთისმშობელი

შეხედეთ ძმანო და უმეტესად დანო, და გაინიზრახეთ თქვენდა სანუგეშოდ, რაოდენი გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოაჩინა ყოვლად წმიდამან ქალწულმან მარიამმა ოდეს იგი უეცრად ხედავს თვალთა წინაშე უჩვეულო მახარებელსა, მას ესმის უცნაური და შემაძრწუნებელი ხარება; უეჭველია მიხვდება, რომ მახარებელი არ არის უბრალო კაცი, არამედ ზეციური ანგელოსი. სხვა ვინმე ამ შემთხვევაში უთუოდ იქმნებოდა სრულიად წარტაცებული გრძნობათა ღელვისაგან. იგიცა შესძრწუნდა, მაგრამ მაშინვე იწყო ფიქრი და განზრახვა: „განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე?" (ლუკა 1.29). თუმცა ხედავს, რომ მის წინაშე სდგას ანგელოსი, გარნა მაინც დაუფიქრებლად არ მიიღებს სიტყვასა მისსა. ესრეთთა უჩვეულოთა შემთხვევათა შინა გამოჩნდება ადამიანის გონება და ხასიათი. ყოვლად წმიდამან ღვთისმშობელმან ცხადად გამოაჩინა ამ შემთხვევაში, რომ უმთავრესნი თვისებანი მისისა ბუნებისა იყვნენ მაღალი გონიერება და შეურყვეველი მხნეობა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები