image

თემა: დედაკაცი

რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად,რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველნი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და გამშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამდიდრებისა, გონების განმშვენებისა, სულის შემკობისა კეთილთა და საქებელთა თვისებათა მიერ, იგინი მხოლოდ მას ცდილობენ, რომელ შეიმკონ ტანი მდიდრითა შესამოსლითა. პირველი მათი ნუგეში არის რაიმე უბრალო ბრწყინვალე სათამაშო ნივთი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები