image

თემა: დედაკაცი

ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერემდე. შენც გმართებს შეიძინო სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე ჰაზრისა, ურყეველობა ზნეობისა, რათა სხვათაცა მიიზიდავდე კეთილისა ყოფაქცევისადმი და არა სხვანი მიგიზიდავენ შენ ცოდვისადმი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები