ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღმრთისმშობელი
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ,რომელ ყოვალდწმიდის ღვთისმშობელისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტელი, იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკიცხვა? სრულიად არა. იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ სხვა ხელსაქმეს აკეთებდა. კვართი ძისა მისისა, იესო ქრისტესი, რომლისა გაყოფა დაეზარათ და წილი ჰყარეს მას ზედა მისთა ჯვარის მცმელთა, იყო მისი დედის ხელით ნაქსოვი. აღარ ვიტყვი მისსა სიწმიდესა, უმანკოებასა, ღვთაებრივსა ხასიათსა და ღვთისმოყვარეობასა. აჰა, სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი.