image

თემა: სიძვა

ვისაც სურს მოერიოს სიძვას და ნაყროვანების ვნებას არ ებრძვის, ჰგავს ადამიანს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს და ამ ცეცხლში თივას ყრის. როგორ ვებრძოლოთ სიძვას? - "შევიყვაროთ დამდაბლება, შევსვათ შეურაცხყოფა და ცილისწამება, ვით სამკურნალო განმწმენდელი სასმელი", - გვირჩევს კიბის აღმწერელი. მდაბალნი უნდა ვიყოთ ყველაფერში - შინაგანად ჩვენს გულებშიც და გარეგნულადაც - ჩაცმულობის მხრივ, ადამიანებთან ურთიერთობაში.
    ამას გარდა, აუცილებელია, მოვერიდოთ საცდურის შექმნის ყოველგვარ მიზეზს და საბაბს. ამ ვნებას გაქცევით უნდა ვებრძოლოთ. ისევე, როგორც უფსკრულის პირას მდგომი ადამიანი ერთი ხელის კვრითაც შეიძლება დაიღუპოს, ამ ბილწ ვნებაშიც იოლად ეფლობა ადამიანი, თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ გამოიჩენს. და თუ უფსკრულისგან შორს ვდგავართ, საცდური კი გვეძახის და გვითრევს, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიყვიროთ, მოვეჭიდოთ ხეებს, ბუჩქებს და თავი შევიკავოთ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები