ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ვერცხლისმოყვარება
იოანე კლემაქსი გვასწავლის, რომ ვერცხლისმოყვარეობა ღმრთის სასოების დაკარგვაა. პავლე მოციქული მას ფარულ კერპთაყვანისმცემლობას უწოდებს. ვერცხლისმოყვარეობის სხვადასხვა სახე არსებობს: სიძუნწე - ადამიანს ისე უჭირს რაიმეს გამეტება, როგორც საკუთარი ხელის მოჭრა; სიხარბე - სიძუნწე შეერთებულია შეძენის სურვილთან; სახმართმოყვარეობა - ნივთების სიყვარული, და ა.შ.