image

თემა: მრისხანება

როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? - ჯერ ჩვენს გულში უნდა ვძლიოთ მას. სანამ ამას შევძლებდეთ, მანამდე დადუმება ამ ცნებაზე გამარჯვებას უდრის. შემდეგ, იოანე სინელი გვირჩევს, გავიხსენოთ ჩვენი შემაწუხებლის ღირსებები, მისი სიკეთე, რამეთუ მრისხანების ჟამს გვეჩვენება, რომ იგი ყოველგვარი ბოროტებითა და ბიწიერებით არის სავსე. ამავე დროს გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები, და მრისხანებაც ჩაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ - მრისხანების დროს დადუმება თუ არ შეგიძლიათ და მაინც პასუხი უნდა გასცეთ მეტოქეს, მაშინ თქვენს გონებაში ოცდაცამეტჯერ წარმოთქვით იესოს ლოცვა და მხოლოდ ამის შემდეგ, უპასუხეთ. ასე რომ, მრისხანების დაძევა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს, ხოლო ამ ვნებასთან ბრძოლის მეორე ეპატი მრისხანე აზრების დათრგუნვაა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები