
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეშმაკი
ეშმაკნი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? – ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ. იგინი განდრკნენ ღვისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის წინააღმდეგობა, სიცუდე, ბოროტება და სიცრუე; ამისთვის, ნაცვლად სინათლისა, მათ შეიმოსეს სიბნელე და შეიქმნენ უკეთურნი და ბოროტნი.