image

თემა: წუთისოფლის ამაოება

იხილე, ძმანო, ნუმცა რაითა ნებითა ამის ქვეყანისაითა შეურაცხ-ვჰყოფთ მცნებათა უფლისა თვისისათა. უწყოდით, რამეთუ განხრწნადნი ხორცნი გუმოსიან და არა უწყით, თუ ხვალამდე ცოცხალყოფად ხარ, რამეთუ დღენი შენნი აღრაცხილ არიან. რასა უკვე ზვაობ ურგებთათვის, რომელი უკუე ქვეყანისა საქმეთაგანი ჰგიეს სამარადისოდ, რაითა შევიკრძალოთ იგი, ძმანო, რომელი იშვა და არა მოკვდა. რომელი შვენიერებაი არა იცვალა უკანაისკნელ, გინა რომელი ჭაბუკი არა დაბერდა, ნუუკუე და-ვინ-იმკვიდრა სადა ქვეყანაი ესე საუკუნოდ, - არა სამე, აწ უკუე გულისხმა-ყვენ ესევითარნი საქმენი და განაგდე შენგან ზვაობაი და უწყოდე, ვითარმედ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები