ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: „ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ადიდებს შენს ღმერთსა და შენს სჯულსა; თუ ნახა, რომ ცუდად ცხოვრებ, მაშინ მას შენი სჯული არ მოეწონება. ამისთვის ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, ძმაო ჩემო, რომ სახელი ღვთისა არ შეიგინოს შენითა ცუდითა ცხოვრებითა.