ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მამაო ჩვენო
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა.