image

თემა: საშინელი სამსჯამრო

როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის ორთავე მხარეთა მიზეზთა, რომლისათვისცა პირველნი იქნებიან ცხოვნებულ, ხოლო მეორენი წარწყმედულ. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომელ მაშინ მაცხოვარი არცა პირველთა არ ეტყვის, რომ თქვენ გქონდათ სარწმუნოება ჩემი, და არცა მეორეთა მათ არ აყვედრის, რომ მათ არ სწამდათ იგი, არამედ პირველთა გაამართლებს იგი მით, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი: მშიერთა აჭმევდნენ, შიშველთა ჩააცმევდნენ, სნეულთა ნახვიდნენ; ხოლო წარწყმედილთა გაამტყუნებს იგი მით, რომელი იგინი არ იქმოდნენ არცა ერთსა. ეს იმას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომ მოწყალება და სხვანი კეთილნი საქმენი არიან ნაყოფნი სარწმუნოებისა. როგორც ხე იცნობება ნაყოფთაგან, ეგრედვე ღირსება კაცთა – საქმეთა მისთაგან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები