ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: გარდაცვალება
იმ ქვეყანაში ჩვენ გადვიტანთ აქითგან ყოველთა სულიერთა ჩვენთა თვისებათა. აქეთგან გაგვყვება ჩვენ ყოველი ჩვენი ღირსება და თვისება, ნაკლულევანებაცა, ცოდვაცა და მადლიც. მართლაც, თუ უკვდავსა სულსა სიკვდილი ვერ შეეხება, იგი ვერც მოაკლებს მას საკუთართა მისთა თვისებათა, რომელნიც მან შეიძინა ამ ქვეყანაში. სიკვდილი ვერ წაართმევს სულსა კაცისას ყოველსა, რითაც თითოეული კაცი განსხვავდება სხვათა პირთაგან. და თუ ეს ასეა, ძმაო ჩემო, თუ აქედგან გაგყვება შენ ყოველნი შენი ღირსებანი და ნაკლულევანებანი, ნუთუ არ ხედავ, რა სანუგეშოა ერთი მხრით ეს გარემოება და რა საშინელი მეორე მხრით? ნუთუ არ ხედავ, რომ შენ აქვე შენი ხელით აშენებ შენთვის, ანუ ჯოჯოხეთსა ანუ სამოთხესა?