ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღდგომა
სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომამ თითითა თვისითა განიხილა ხელნი მისნი, ფერხნი და გვერდნი. გარნა ამასთანავე მისი სხეული სულ სხვანაირი იყო, სიმძიმე ანუ ხენეშობა, ანუ რაიმე სოფლიური განხრწნადი მასალა არა ჰქონდა. ჩვენი ხორციც, ძმანო ჩემნო, შეიქმნება ეგრეცა უხრწნელი, ჰაეროვანი, არა ქვეშევრდომი სივრცისა, ანუ ჟამისა, იმასაც კედელი ვეღარ დააკავებს, ზეცას ამაღლდება. თუცმა სახე და შედგენილობა ექმნება იგივე.