ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცხონება
მომავალსა შინა საუკუნესა ჩვენ შევალთ ახალსა შინა წრესა ცხოვრებისასა, რომელსა შინა გამზადებული არის ნეტარება მათთვის, რომელნი დაუცხრომელად იღვწოდნენ ამ ქვეყანაში. შემდგომად სიკვდილისა, სული ჩვენი, განთავისუფლებული ყოვლისა სოფლიურისა მწუხარებისა და ამოებისაგან, დაუბრკოლებლად გაშლის, გაავრცელებს თვისთა თვისებათა და ღონეთა, გავა ვრცელსა ზედა ასპარეზსა ცხოვრებისა და მოქმედებისასა, თანდათან მიეახლება ღმერთსა, წყაროსა ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისასა. ჩვენი ცნობისმოყვარე ჭკუა იპოვნის ისრეთსა საგანსა ცნობისასა, რომელიც შეიქმნება საუკუნო მისი საზრდო და მისწრაფება. გული ჩვენი და გრძნობა, მარადის მეძიებელი სიხარულისა და ბედნიერებისა, შეემთხვევა ისრეთსა წყაროსა ბედნიერებისასა, რომლისაგან უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს დაუსრულებელსა სიხარულსა და ნეტარებასა.