ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეშმაკი
თუმცა ეშმაკი ეძიებს კაცის ცდუნებასა, გარნა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევასა, რომ გვაცდუნოს და ცოდვაში ჩაგვაგდოს. წმინდა მოციქული პავლე აფრთხილებს ქრისტიანეთა ესრედ: „ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა“ (ეფეს. 4.27). ესე იგი ნუ მიუშვებ შენთან ეშმაკს, ნუ მისცემ შემთხვევას, რომ გაცდუნოს შენ. ყოველნი ბოროტნი თვისებანი, მიდრეკილებანი, გულისთქმანი, რომელნი ბუდობენ გულსა შინა ჩვენსა, არიან ეშმაკის გზანი და ადგილნი. იქითგან გამოგვცდის ჩვენ სულიერი მტერი, მათი საშუალებით ჩაგვაგდებს ყოველთა ცოდვათა და უბედურებათა.