ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მემთვრალეობა
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინლესად ჩავარდებიან ყოველთა ვნებათა და უბედურებათა შინა. ჩვენს ფიცხელ და მხურვალე ქვეყანაში არაოდეს არ უნდა იხმაროს კაცმა არაყი, თუ მცირე ჭკუა მაინც დაურჩა მას.