ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: გონება
უმაღლესი ნიჭი ანუ თვისება კაცის სულისა არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: „ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული“ (რომ.12.2). ამ სოფელს ნუ დაემსგავსებითო, არამედ შეიცვალენით გონების განახლებითაო, რათა იცნათ ნება ღვთისა. თუ გონება ჩვენი თანდათან არ მდიდრდება და რ განახლდება ღვთის მცნებისა, საღმრთო წერილის, ანუ ღვთის სიტყვის სწავლითა, მაშინ იგი შეიქმნება ბიწიერი, სოფლიური, ფერს ვერ იცვლის, ვერ გაბრწყინდება.