ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცხონება
შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა. გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერისცვალება უცბად, მოუმზადებელად არ მოხდება. დიდი მეცადინეობა, მომზადება და მოთმინება უნდა ვიხმაროთ ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთა, რათა ვეღირსნეთ ესრეთსა ფერისცვალებასა. აქვე, ამ ქვეყანაზე და ახლავე უნდა ვიწყოთ ჩვენი ფერისცვალება. ვიდრემდის აქვე ვართ ქვეყანასა ზედა „თავნი თვისნი განვამზადეთ ხვალისად“, ესე იგი მომავალისა საუკუნოისათვის, „კეთილად აღსვლად მთად წმიდად ღვთისად“, ესე იგი სასუფეველსა შინა ცათასა, „უცვალებელისა ქრისტეს დიდებისა აელვარებულისა ხილვად“