image

თემა: წუთისოფლის ამაოება

აბა, გაიხსოვნე, ძმაო, პირმოუთნელად, რაზედ არის შენი დილიდგან საღამომდინ ზრუნვა და ფიქრი? რისთვის ჰხმარობ შენსა ღონესა, სულიერსა და ხორციელსა, ვის შესწირავ უმჯობესთა შენთა ნიჭთა და გრძნობათა. საუბედუროდ, დილიდგან საღამომდინ და თითქმის ძილშიაც ეს სოფელი და მისი ამაოება გახსოვს და ღმერთი და მისი დიდება არ გახსენდება ერთხელაც. ყოველი შენი ღონე და ფიქრი დამოკიდებულია სოფლის სიყვარულსა და მსახურებასა ზედა. ნეტავი მესამედი იმ მხურვალებისა და ერთგულებისა, რომელსა შენ სწირავ სოფელსა, ან პირდაპირ ცოდვასა, გეხმარებია ღვთისათვის და შენი სულისათვის. ერთი სიტყვით, მთელი ჩენი ცხოვრება გვაქვს შეწირული სოფლისათვის, ამაოებისათვის; ჩვენ ყოველთა გვაქვს სოფლიური ფერი. თუ აქვე, ამ ქვეყანაშივე არ გამოვიცვალეთ ზნე, ხასიათი, ყოფა–ქცევა, ვერ მივიღებთ სულიერსა ფერსა და ნათელსა იმ ქვეყნისასა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები