ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სახარების კითხვა
იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება. სახარების კითხვას როდესაც შენ ერთგულად ყურს უგდებ და თვითონაც კითხულობ, როდესაც სახარების სიტყვებს შენ მიიღებ ისეთის კრძალვით და სასოებით, ვითომც თვით უფალი იესო ქრისტე იდგეს შენს წინაშე და თვისი ბაგითა გელაპარაკებოდეს, მაშინ მაცხოვარს დაუწყია ქადაგება შენთვის და შენს გულში.