ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიცრუე
გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა (ფს. 5,7). მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც ტყუილს ფიცსაც დაურთავს?!