ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ჯვარი
პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ უიმისოდ არ ექმნება ფასი პირჯვრის დაწერას. შენ კი მარტო ხელს აქნევ და გონება დაფანტული გაქვს, იქით აქეთ იხედები, ხშირად ელაპარაკები მეზობლებს და ისე პირჯვარს იწერ.