ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვა
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესი კერძო ლოცვისა არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს და სული უძრავად არის, ამისთვის ლოცვა შენი უფრო ხშირად რჩება უნაყოფოდ.