ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ბოროტი გულისთქმანი
უკუეთუ მოგიხდენ შენ ბოროტნი გულის-სიტყუანი, ძლიერად წინა-აღუდეგ მათ, და ამას სიტყუასა იტყოდე: მხნე იყავნ და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. მიემსგავსე დავითს წინასწარმეტყველსა, რომელმან-იგი ერთისა ტყორცებითა დასცა გოლიათი იგი მბრძოლი. რამეთუ ანგელოზნი მდგომარე არიან და ხედვენ ცხორებასა შენსა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: სახილველ იქმნენით სოფლისა ანგელოზთა და კაცთა, და უკუეთუ გიხილონ შენ მძლედ ჭეშმარიტად, განიხარონ; ხოლო უკუეთუ გიხილონ შენ ძლეულად, წარვიდენ იგინი შენგან თავ-მოდრეკილნი, რამეთუ ვერ თავს იდებენ. მაშინ ეშმაკნი სიხარულით გეცინოდიან შენ ძლევისა შენისათვის