ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ღვთის შიში
იყავნ მარადის შიში ღმრთისა, გონებასა შენსა. ნუ იქმნები შენ მხედარ ჩუკენ, აბჯრის დამაბნეველ. ნუ იქმნები მუშაკ მცონარ და მოწყინე. ნუ ევლტი გვირგვინსა, რამეთუ ღუაწლი მცირედ ჟამ არს, ხოლო მოსაგებელი საუკუნო. აწ უკუე ოდეს იხილო ესევითარი, ჰოი კაცო, ღაღად-ყავ გონებასა შენსა წმიდათა თანა: მხნე იყავნ და განძლიერდინ გული ჩემი, დაუთმენ უფალსა. ესრეთ ასწავებდ, და შენ მოქმედ იყავ, რომელსა იგი-ასწავებდე