image

თემა: ჯოჯოხეთი

ვაიმე, საყვარელნო, რაი-მე არს ჯოჯოხეთი? - არამედ ცეცხლი დაუშრეტელი. რაი ბნელი იგი წყუდიადი გარესკნელი საუკუნოი უკუნისამდე? ვაიმე, რომელნიმე ანგელოზნი არიან სატანჯველთა ზედა და უწყალონი, რომელი ყოლადვე არავის ზე დაადგრებიან და არცა ელმის, არამედ მარადის ჰყუედრიდენ უწყალოდ და სტანჯვიდენ მათ მოსწრაფედ. მაშინ მწარითა ხმითა ღაღადებდენ სატანჯველით გამო ღმრთისა მიმართ, და არა ისმინოს მათი. მაშინღა ცნან, ვითარმედ ამაო იქმნა ყოველი ცხორებაი მათი ცუდსა ამას სოფელსა, რომელსა-იგი არა ჰგონებდეს, ვითარმედ აქაი წუთისა სიტკბოებაი მუნ საუკუნესა სიმწარედ გარდაექცეს მათ უკუნისამდე. სადა იყოს მაშინ გულის-თქუმაი იგი ცოდვისა მტყუვარისაი მუნ, რამეთუ გულის-თქუმაი სხუაი არღარაი არს მუნ, არამედ შიში ხოლო ღმრთისაი ჭეშმარიტად. ესე გულის-თქუმაი აღავსებს სულსა ვითარცა ცმელითა სიპოხისაითა. მას ჟამსა სულთა მათთა და საქმეთა მათთა, რომელ ქმნეს, აღიარებდენ და იტყოდიან, ვითარმედ: სასჯელი უფლისაი სამართალ არს, რამეთუ გუესმა და გუეუწყა ამისთვის და არა ვინებეთ მოქცევად ბოროტთაგან საქმეთა ჩუენთა. მას ჟამსა არღარა სარგებელ ეყოს მათ ესრეთ ღაღადებაი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები