image

თემა: საშინელი სამსჯამრო

გულისხმა-ყავ, ძმაო, წარწყმედაი იგი ცოდვილთაი, ოდეს იგი წარიდგინნენ საშინელსა მას სამსჯავროსა. რომელი სირცხვილი და მწუხარებაი დაეცეს მათ ზედა წინაშე მართლმსაჯულისა, ოდეს-იგი არა აქუნდეს სიტყვის გებაი; რომელი სიწბოი და სირცხვილი დაეცეს მათ ზედა, ოდეს იგი დაადგინნეს მარცხენით მეუფისა; რომელმან ბნელმან დაფარნეს იგინი. მაშინ რისხვითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი, რაჟამს-იგი ჰრქუას: წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა. ვაიმე, ძმანო ჩემნო, რაი მწარე მწუხარებაი და იწროებაი გარემოადგეს მათ და სულთა მათთა, ოდეს-იგი ხმანი კრებულისანი ღაღადებდენ, მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთად. ვაიმე, ძმანო ჩემნო, რომლითა ხმითა ღაღადებდენ გლოით და ტყებით, ოდეს-იგი მიისხმოდიან ვითარცა საცხოვარნი შეყენებად სატანჯველსა მას საუკუნესა, დაუთმენელსა და დაულევნელსა. ვაიმე, რომელსამე ადგილსა, სადა იგი ტირილი თუალთაი განუწყუედელი და ღრჭენაი კბილთაი დაუცადებელი და ტარტაროზი იგი დაუცხრომელი, რომლისაგან ეშინის ეშმაკთაცა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები