image

თემა: ეკლესიაში კრძალვა

ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: „ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ“. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით? ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით. ყოველ ტაძარს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც უხილავ ეტრატზე იწერს ყოველი მომსვლელის საქციელს. ტაძარი არის ღმრთის დედამიწაზე ყოფნის განსაკუთრებული ადგილი. ეს არის მიწიერი ზეცა. როგორი შიშითა და მოწიწებით უნდა შევდიოდეთ ჩვენ, ცოდვილნი ეკლესიაში, როგორ ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ ამ წმინდა ადგილას. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ბევრი იმათგან, ვინც გამუდმებით დადის ერთსა და იმავე ტაძარში, თვლის, რომ მას იქ აქვს „თავისი“ ადგილი. რას აკეთებთ ხოლმე, თუ „თქვენი“ ადგილი დაკავებული დაგხვდებათ. ნუთუ თვლით, რომ თუ ადამიანს გააგდებთ თქვენი „ადგილიდან“, მიაყენებთ შურაცხყოფას, ხოლო შემდგომ შუბლს იტკენთ ქვის იატაკზე მეტანიის კეთებით, თუნდაც ერთი სიტყვა თქვენი ლოცვისა მიაღწევს ღმრთამდე? შეიგნეთ, რომ ცოდვის გარდა ვერფარს მოიმკით ამ „თქვენს ადგილზე“ პრეტენზიის გამოცხადებით. კარგია ერთ რომელიმე შეჩვეულ ადგილას გამუდმებით დგომა, მაგრამ თუ ეს გინდა, ადრიანად მოდი და მშვიდად დადექი შენს საყვარელ ადგილას, ხოლო თუ იგი უკვე დაკავებულია, მორჩილებითა და სიყვარულით დათმე. ამისთვის უფალი შენ უფრო მეტად შეგეწევა. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ლიტონი სიტყვები, არამედ ჭეშმარიტებაა: თუ რაიმე მიზეზით კაცი გააგდე, უფლისაგან არაფერს მიიღებ, მხოლოდ ეშმაკს გაამხიარულებ. დათმე სიყვარულით და ასეთ ლოცვას უფალი არა მარტო შეიწირავს, არამედ კიდეც შეგეწევა, რათა სასოებით ილოცო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები