ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სული
თუ ჩვენ არ ვზრუნავთ სულის გადარჩენისათვის, გამოდის რომ საკუთარი ხელით ვკლავთ მას. როგორ თავს დავკანკალებთ ჩვენს მოკვდავ ხორცს და როგორ არ ვზრუნავთ უკვდავ სულზე! გვავიწყდება მისი განბანვა სინანულის ცრემლით, გამოკვება ლოცვით, კეთილი საქმეებით, რითაც მარადიულობისათვის მოვემზადებოდით. სად გვაქვს სულზე ზრუნვის თავი, როცა ჩაფლულები ვართ ამაქვეყნიურ ამაო საზრუანავში. ვცხოვრობთ იმ ცრუ იმედით, რომ ცხონება ბუნებრივი დასასრული იქნება ცხოვრებისა. „სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11.12).