image

თემა: თანაგრძნობა

მოყვასის დაცემა მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი, ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც შეემთხვა ეს უბედურება. რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამიანი, რაც უფრო წმინდაა უფლისთვის შეწირული მისი სიყვარული, მით უფრო მეტად შეუძლია მას თანაგრძნობა და გულმოწყალება. თვით, ის, ვისაც ანგელოზები თაყვანს სცემენ, ვისაც წმინდა წერილი წმინდასა და მართალს უწოდებს, მუდამ დაცემულთა თანამგრძნობი და შემწყალებელია. თუ ის, ვინც ჭეშმარიტად წმინდანია, შეძრულია ჩვენი მოყვასის ბრალეულობის გამო, რაღას უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ, დამნაშავენი და შეცდომილნი?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები