image

თემა: სიმშვიდე

რატომ ხდებიან მშვიდნი ღირსნი ნეტარებისა მგლოვარეთა შემდგომ? იმიტომ, რომ სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი ცოდვების გამო გლოვისა და შემუსვრილობისა. ამქვეყნად ყველაზე მეტად სულის სიმშვიდეს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგანაც სიმშვიდე არის ნაყოფი სიწმიდისა. „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენება სულთა თქუენთა“ (მთ. 11.29). უფალი იმას კი არ გვთავაზობს, რომ მისგან ვისწავლოთ ლოცვა, შრომისმოყვარეობა, მოთმინება და სხვა სათნოებანი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს, რათა მისგან ვისწავლოთ სიმშვიდე და სიმდაბლე გულისა. „სიმშვიდე, სიფრთხილესთან შერწყმით, ისეთი განწყობილებაა სულისა, როდესაც არ ხდება გაღიზიანება არაფრით და არავისით“ (ღირსი მამა ფილარეტ მოსკოველი). „სიმშვიდე არის უცვლელი მდგომარეობა გონებისა, როდესაც ადამიანი პატივსა და დამცირებას თანაბარი უშფოთველობით ხვდება და წრფელად ლოცულობს კეთილისმყოფელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები