image

თემა: სიყვარული მტრისადმი

გაჯავრებისა და სიძულვილის გამო ჩვენ ათასგვარ უსიამოვნებას ვუსურვებთ ხოლმე მოყვასს და აშკარად თუ ფარულად გვიხარია, თუ მას რაიმე ავი შეემთხვევა, გულში ხშირად გაგვივლია, რომ ის უფრო უარესსაც იმსახურებდა. იქნებ რომელიმე თქვენგანს სიკვდილიც კი უსურვებია თავისი მტრისათვის, ან რაც კიდევ უფრო საშინელია, გახარებია მისი სიკვდილი, მისი ნათესავების მწუხარება? როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც ჩვენს მოძულედ და მაჭირვებლად მივიჩნევთ? წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს: „ჩვენს მოწინააღმდეგეს სიმშვიდით შევხვდეთ. გაკადნიერდება ვინმე? – დავუთმოთ; იტყვის ვინმე საკიცხველს, დამცინავს, საგინებელს? – არ გავცეთ პასუხი; რათა სამაგიეროს მიგებით არ დავღუპოთ ჩვენი სულები.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები