ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: დაყუდება
გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, საიყუარელნო ღმრთისანო, რაითა ყოველსა ჟამსა იხსენებდეთ თქუმულსა ამას სარწმუნოებისათვის და სასოებისა და სიყუარულისა და სიმდაბლისა, რაითა შეჰკრბებოდით ყოველსა ჟამსა ლოცვად შიშითა ღმრთისაითა და სწავლითა წიგნთა საღმრთოთაითა და დაყუდებითა. რამეთუ ოდეს განამრავლოთ და გარდაჰმატოთ ამას, არა იყუნეთ თქუენ ცალიერ და არცა უნაყოფო ცნობითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რამეთუ ყოველმან მონაზონმან, რომელმან ესე არა მოიგოს, არამედ უდებ იქმნას ცხორებისა თვისისათვის, იგი ბრმა არს და მწუხარე. და დაუვიწყებიეს მას ბრალთა თვისთა საურავი, და მსგავს არს იგი ძაღლსა, რომელი მიექცის თვისსა ნათხევარსა და ვითარცა ღორი, რომელი იმწუბის სიმყრალესა მწვირისასა. რამეთუ რომელნი ივლტოდეს სოფლისა საცთურთაგან მეცნიერებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, უკუეთუ კუალად იქცენ და შეერინენ სოფლისა საურავთა და ზრუნვასა ხორციელსა და იძლინენ, ესევითართა ექმნის უკანაისკნელი უძვირეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაი იგი ჭეშმარიტებისაი, ვიდრეღა ცნობასა და კუალად ქცევასა