
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ძვირის ხსენება
უკუეთუმცა განგვიკითხვიდა ღმერთი განტევებულად და ურიდად ხედვისათვის თუალთა ჩუენთაისა და გულის-თქუმათა ჩუენთათვის ბოროტთა, რამეთუ შევიწყნარებთ გულის-თქუმათა მწინკულევანთა და მავნებელთა გულის-სიტყუათა. და უკუეთუმცა სიტყუაი მიგუხადა ჩუენ გინებისათვის, ვითარცა თქუმულ არს, ვითარ: "რომენ ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა ცეცხლისასა", და შე-მე-მცა უძლეთა აღებად პირთა ჩუენთა, გინა სიტყუაი მივეცით, ანუმცა ვთქუთ რაი, დიდი გინა მცირე? არა სამე, ნუ იყოფინ! ანუ თუ გამოვიწულილნეთ ჩუენ, მარხვანი და ლოცვანი და გლახაკთ-მოწყალებანი ჩუენნი, რომელსა-იგი ვჰყოფდით მაჩუენებლობით ცუდად-დიდებისათვის. არა-ხოლო თუ ღმრთისასა ვიტყვი, რაითამცა მან გამოიძინა, არამედ თვით ჩუენ, რომელნი-ესე ვცოდავთ, შე-მცა უძლეთა ზეცად ახილვად თუალთა ჩუენთა? და ზაკუვასა რავდენსა დაურწყავთ საბრხედ ძმათა ჩუენთა! რამეთუ ოდეს ძმაი ჩუენ მახლობელად ჩუენსა არნ, ვაქებდით, და ვითარცა მეგობარსა ვზრახევდით, ხოლო რაჟამს განგვეშორის, ძვირსა უზრახვიდით. ძალ-მე-გუიცა დათმენად სატანჯველთა მათ, რომელი-იგი ესევითართათვის განმზადებულ არიან საუკუნესა?