
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ზიარება, მტერობა, ძვირის ხსენება
აწ უკუე გვიღირს ჩუენ დამარხვაი ყოველთა მცნებათა ღმრთისათაი და უფროისღა, რომელსა-იგი გუამცნებს, რაითა არა გუესუას ჩუენ მტერი ქუეყანასა ზედა და არცა ვის ზედა გულძვირ ვიყუნეთ ყოლადვე. არამედ უკუეთუ შეგუემთხვიოს ჩუენ შფოთი და მწუხარებაი ძმათაგან, მუნთქუესვე დავეგნეთ. რამეთუ ვითარცა მეძავნი და მგმობარნი ვერ შემძლებელ არიან ზიარებად ტაბლასა ამას სამღვდელოსა, ეგრეთვე რომელსა მტერი ესუას და გულ-ძვირობაი ეპყრას გულსა შინა თვისსა, ვერ შემძლებელ არს შუებად წმიდათაგან საიდუმლოთა, და ნუ უკუეცა რომელმან-იგი ისიძვა და იმრუშა და აღისრულა გულის-თქუმაი თვისი და მუნთქუესვე შეინანა ცოდვაი იგი თვისი. უკუეთუ განიღვიძოს და განიფრთხოს დაცემულობისაგან თვისისა აჩუენოს შემდგომად მისა მხურვალე სარწმუნოებაი და სინანული, პოვოს მან განსუენებაი და ნუგეშინისცემაი და შემდობაი. ხოლო რომელსა გულძვირობაი თანა აქუს, იგი მარადის ყოველთა ჟამთა ცოდავს, რომლისა შენდობისა ღირს ვართ. უკუეთუ ნებითა ჩუენითა მივსცნეთ თავნი ჩუენნი ესევითარსა მხეცსა ბოროტსა, რომელ არს ძვირის ხსენებაი, ვითარ გნებავს, ვითარ სახიერ და მოწყალე გექმნას შენ უფალი, ვინაითგან შენ მოყვასსა შენსა ზედა გულმანკიერ ხარ და ძვირსა იხსენებ. გაგინაა მოყუასმან შენმან? მოიხსენე შენცა, რამეთუ მრავალგზის აგინე ღმერთსა საქმითა შენითა ბოროტითა, და რაი შეტყუებაი არს უფლისა და მონისა. ეგრეთვე უკუეთუ სადამე გაგინა, ნუკუე ბოროტი რაიმე უყავ და აღაშფოთე და იძულე გინებად შენდა. ხოლო შენ აგინებ უფალსა შენსა, რომელმან არაი ოდეს შეგცოდა შენ და არცა უსამართლოი გიყო, არამედ შენწე არს შენდა ყოველთა დღეთა კეთილისათვის