image

თემა: ზიარება,  მარხვა

აწ უკუე მარხვითა ამით ორმეოცთა დღეთაითა, და კითხვითა და სმენითა საღმრთოთა წიგნთაითა, და ლოცვითა და სწავლითა და გალობითა, და ყოვლითა სათნოებითა განვწმიდნეთ ყოველთაგან ცოდვათა, რომელნი წელიწადსა შინა გვიქმნიან, რაითა მხიარულებით მოვიღოთ მსხვერპლი იგი სულიერი. ყოველმან კაცმან განიხილენ შინაგანი გონებაი თვისი და გულისხმა-ყავნ, თუ რავდენი მოაკლო ცოდვათა თვისთა, ანუ რამდენი შეჰმატა სათნოებათა თვისთა და არა სარგებელ იყო. და უკუეთუ იხილოს ვითარმედ შესძინა სავაჭროსა თვისსა მარხვითა მით სარგებელი მრავალი, და ცნას გონებითა, ვითარმედ მოსწრაფე არს კურნებად წყლულებათა თვისთა, მაშინ წარმოდეგინ და ეზიარენ საიდუმლოთა ღვთისათა. უკუეთუ აქამომდე უდებებასავე შინა თვისსა არს და საზრდელისაგან ხოლო იმარხავს, და სხუანი სათნოებანი ვერაი მოუგიან, დეგინ იგი გარეშე, და ოდეს განიშორნეს მისგან საქმენი სავნებელნი, შემოვედინ ეკლესიად. ხოლო რომელი არა იმარხავს, ნუუკუე იგი ღირს არს შენდობასა, რამეთუ აჩუენებს უძლურებასა გუამისა თვისისასა, ხოლო რომელმან არა განიწმიდნეს ცოდვანი თვისნი, არა აქუს მას სიტყვის გებაი. უკუეთუ უძლურებისაგან მახვად ვერ შემძლებელ ხარ, რაისა არა დაეგები მტერსა შენსა; და კუალად უკუეთუ გუამისა უძლურებასა ჰმიზეზობ და შური და თუალ ბოროტებაი მკვიდრ არს შენ თანა, რაი სიტყუაი მისცე ესევითარი ცოდვისათვის? რამეთუ არად სარგებელ არს შენდა უძურებისა მიზეზობაი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები