
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სიმშვიდე
ჭეშმარიტი მადლმოსილი მშვიდობა და გულის სიმშვიდე არის შედეგი ცეცხლოვანი და წმინდა სიყვარულისა, გვირგვინი ყოველგვარი ღვაწლისა და ვნებებთან ბრძოლისა. ვინც ჭეშმარიტ სულიერ მშვიდობას მოიხვეჭს, გულისტკივილს აპატიებს, მიუტევებს არა გულგრილობის გამო, არამედ ქრისტეს სახელით, იგი არ აღშფოთდება, დაითმენს ცილისწამებას და გინებას იმიტომ, რომ მოიხვეჭა ჭეშმარიტი სიმდაბლე, ვინაიდან სხვა კარიბჭე გულის სიმშვიდის მიღწევისათვის არ არსებობს. „ძმანო, უკეთუ შეიყვარე მშვიდობა გულისა, სცადე შეაღწიო იქ სიმდაბლის კარიბჭით, სხვა კარი მას არა აქვს“ (ღირსი მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი).