ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ღვთის შიში, თუ ის სულის მხურვალებისაგან არის აღძრული, გალევს და მოსპობს მწიკვლოვანებას, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი: "შემშჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩემნი". ხოლო წმინდა სიყვარული თავისი მოქმედებით შეჭამს მათ, როგორც "ქებათა ქებაშია" ნათქვამი: "შეიწვნეს გულნი ჩვენნი"; სხვებს კი აბრწყინებს და ამხიარულებს და ამიტომ ითქვა: "მისა მიმართ ესვიდა გული ჩემი და შემეწია მე და მხიარულ იქმნეს ხორცნი ჩემნი". ხოლო, როდესაც გული ხარობს, სახეც მხიარულია