image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

როდესაც კაცი ყველანაირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმხილველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც კი ავიწყდება; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხშირად ბოროტი სურვილებიც კი ავიწყებს კაცს საჭმელს.
    ვფიქრობ, რომ ვინც ამ უხრენელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარც მისი ხორცი განიცდის ჩვეულებრივ ტკივილს, რადგან მასში სნეულების მიზეზი მოსპობილია, იმდენად, რამდენადაც ბოროტი მხურვალების ალი დაიშრიტა მასში; აღარც საკვების მიღება ანიჭებს სიამოვნებას; რადგანაც წყალი ხეებს ზრდის, ხოლო ზეციური ცეცხლი - მის სულს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები