image

თემა: სიკვდილის მოლოდინი

გამწარდები და ხანდახან იქნებ საკუთარ სიკვდილსაც კი ნატრობდე. სიკვდილი ადვილია, უცებ მოდის, მაგრამ მზად ხარ კი სიკვდილისათვის?! სიკვდილს ხომ მთელი შენი განვლილი ცხოვრების გასამართლება მოჰყვება თან - "და ვითარცა იგი წინაუც კაცთა სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი," (ებრ.9.27) არა ხარ მზად და სიკვდილი რომ მართლა მოვიდეს, შიშის ძრწოლა აგიტანს. ნუ ისვრი სიტყვებს უაზროდ, ნუღარ ამბობ მაინც: სიკვდილი მირჩევნიაო. გაიხსენე ის კაცი, სიკვდილს რომ ნატრობდა და როცა პირისპირ დაუდგა "ნანატრი", აღარ ისურვა სიკვდილი, ტვირთის ზიდვა არჩია. ჰოდა, ასე თქვი: კეთილი საქმეებით, რწმენით, განსაცდელთა სულგრძელი დათმენით, ქრისტიანულად უნდა მოვემზადო აღსასრულისათვის და როგორც ბუნების რაღაც ულმობელ კანონს, ისე კი ნუ დახვდები სიკვდილს, არამედ უშიშრად, წყნარად და ურცხვენელად, თითქოსდა შენი ზეციური, წმინდა და ნეტარი მამის ხმას მიჰყვებოდე მარადისობასი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები