image

თემა: მტერობა

აჰა ესერა ხედავთ, ვითარმედ მრავალსა საფასესა წარვაგებთ მეკარეთა ზედა მეფეთასა და დიდძალსა ქრთამსა მივსცემთ კაცთა სახელმწიფოთა, რაითამცა საქმე ნებისა ჩუენისაი აღვისრულეთ ამით. ხოლო მცნებისათვის ღმრთისა არა დავემორჩილებით ძმათა და თვისთა ჩუენთა, რომელთაი უწყით, ვითარმედ გულ-ძვირ არიან ჩუენთვის, არამედ საყუედრელ და წუნობა გვიჩნს მისლვაი და დაჯერებაი მათი პირველ მოსლვისა მისისა ჩუენდა. მითხარღა ესე ყუედრება არსა შენდა, უკუეთუ უსწრო და მოიტაცო სარგებელი თავისა შენისაი? ჯერ-არს შენდა სირცხვილი და კდემაი ვინაითგან მოელი, რომელი-იგი გულ-ძვირ არს შენდა, რაითა მოვიდეს და დაგეგოს შენ. ესე სამართლით ყუედრებაი და აუგ არს შენდა და დაკლება, უკუეთუ შემაწუხებელი შენ ზედა მოგიხდეს და მშვიდობისა ყოფასა გევედრებოდის, რამეთუ რომელმანცა უსწროს ძიებად მშვიდობისა, მანცა მიიტაცოს სარგებელი იგი ყოველი. უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა ძიებად მშვიდობისა, და შენ ჰყო მშვიდობაი მის თანა, სარგებელი მან ხოლო მიიღო, რამეთუ შენ არა ღმერთსა მიჰმადლე, არამედ მას, რამეთუ მოვიდა შენდა ძიებად მშვიდობისა. ხოლო უკუეთუ არა მოვიდეს შენდა შემაწუხებელი შენი ძიებად მშვიდობისა და შენ თავით თვისით თავს იდვა სიმდაბლე ყუედრებით და მიისწრაფო შემაწუხებელისა მის შენისა, რომელმან-იგი ბოროტი შეგაჩუენა შენ და მშვიდობაი ჰყო მის თანა გულითა წმიდითა და განაგდო შენგან შფოთი იგი და მწუხარებაი, რომელი-იგი მის მიერ შეგემთხვა.
    მაშინ სრულ იქმნეს სათნოებაი და მოიღო მადლი ჭეშმარიტი უფლისაგან შენისა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები