image

თემა: ბედისწერა

მრავალნი კაცთაგანნი იტყვიან, ვითარმედ წერილ არს კაცსა ზედა წინაითვე განჩინებული ღმრთისა მიერი კეთილი და ბოროტი და თვით ვერას შემძლებელ არს საქმედ, თვინიერ რომელი ღმერთმან უბრძანოსო პირველითგანვე და განაჩინოს. და ესრეთ ჰგმობენ და აგინებენ ღმერთსა უმეცრებით და უგუნურად, რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი კეთილად და ხელმწიფე ყო იგი თავსა თვისსა ზედა და უჩუენა გზაი ცხორებისაი და წარწყმედისაი, ვითარცა თქუა ღმერთმან წიგნსა შინა: უკუეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ. იხილე, ვითარ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: "უკუეთუ ისმინოთ ჩემი". არა განუჩინა კაცსა საქმედ კეთილისა, და უკუეთუმცა ღმრთისაგან განჩინებულ იყო კეთილისა საქმე კაცსა ზედა, რაი უკუემცა მადლი აქუნდა მას კეთილისა საქმისათვის? - არა რაი. არამედ კაცი აუფლა და თავით თვისით იქმს კეთილსა და ბოროტსა არა თუ განჩინებითა ღმრთისაითა და არცა დაუწერია კაცსა ზედა, რაითამცა ქმნა ბოროტი. ნუ იყოფინ!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები