image

თემა: ბედისწერა,  ბოროტი საქმეები,  კეთილი საქმეები

აწ უკუეთუ ეგრეთ არს თქუმულისა მათისამებრ, ღმერთი უკუე უსამართლოდ სტანჯავს მონასა თვისსა მისთვის, რომელი იგი მან უბრძანა საქმედ და დაწერა მას ზედა. არა განუჩინებიეს ღმერთსა ბოროტისა საქმე და არცა დაუწერიეს, არამედ უხელმწიფებიეს კაცი თავსა თვისსა ზედა ყოფად კეთილისა და, თუ ენებოს, ბოროტისა. აწ უკუე ნუ ვინ ჰგონებთ, ვითარმედ ღმერთსა კაცისათვის უნებს ბოროტი. უკუეთუ ჰქმენ კაცმან კეთილი, ღმრთისა მიერ იქმს, და უკუეთუ ქმნეს ბოროტი, ეშმაკისა მიერ იქმს და თავით თვისით. რამეთუ ოდეს ინებოს კაცმან საქმე კეთილისაი, ღმერთი შეეწევის მას; და უკუეთუ ინებოს ბოროტისაი, ეშმაკი შეეწევის მას ზედა. ამისთვის შემძლებელ არს კაცი თავით თვისით შესლვად სასუფეველად და ჯოჯოხეთად. და უკუეთუ ინებოს კაცმან სლვად გზასა ცხორებისასა, უწყებულ არს მისა, რამეთუ სიყუარული არს და გლახაკთ-მოწყალებაი, და მარხვაი და ლოცვაი, და სიწმიდე და სიმდაბლე
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები