ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ცოდვა
არა ხოლო თუ თავთა ჩუენთაი ჯერ-არს ზრუნვაი და განთავისუფლებაი ცოდვისაგან, არამედ გვიღირსვე ზრუნვაი ასოთა ჩუენთათვის. და არა მოვიწყინოთ, ვიდრემდის სხუანიცა ვიხსნეთ ცოდვისაგან. და ჩუენ ყოველთა განვიშოროთ ჩუეულებაი ფიცისაი და მეგობართაგანცა და შევწირნეთ ღმრთისა. და თუ მათცა ესხნენ მონანი და მოწაფენი, ესრეთვე ასწავებდედ, რაითა ყოველნი ერთობით უბიწონი წარვდგეთ წინაშე საყდართა მათ სარჩელისათა და ღირს ვიქმნეთ მარჯუენით მეუფისა მის დიდებისაი, რომლისაი არს დიდებაი და სუფევაი უკუნითი უკუნისამდე, ამენ