image

თემა: სინანული,  ღვთის შიში

ჰე საყუარელნო, გევედრები და ვითხოვ თქუენგან, რაითა ვიღუაყოთ მოსწრაფედ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის, რაითა არა გუერქუას ჩუენ წერილი იგი, ვითარმედ: "კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა ნათესავისა ამის ზედა და დასჯიდენ მათ" (მათე 12,41). რამეთუ შეინანეს ერთისა მის ქადაგებისაგან, რომელი-იგი ესმა მათ, და განიშორეს ყოველივე იგი ბოროტისა ჩუეულებაი მათგან და მიიწინეს იგინი თავსა სათნოებისასა. რამეთუ ვითარცა ესმა მათ, ვითარმედ ქალაქი მათი დაიქცევის, შეშინდეს და ძრწოდეს, და მოიქცეს ღმრთისა სინანულითა. ხოლო ჩუენ მარადის გუესმის ჯოჯოხეეთისათვის და საუკუნეთა მათთვის სატანჯველთა და არა მეშინის. მათ არაოდეს ესმინა სწავლაი წინასწარმეტყუელთაი, ხოლო ჩუენ მარადის ვიშუებთ თქუმულითა მათითა და ვიხარებთ ნიჭთა მიერ მადლისათა, რომელი გარდაემეტა ჩუენ ზედა ქრისტეს მოსლვითა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები