image

თემა: კეთილი საქმეები

აწ ნუ ჰმიზეზობ და იტყვი: ხვალითგან ვიწყო კეთილისა საქმედ. რამეთუ არა უწყი შენ, რაი ყოფად არს ხვალესა. არამედ ესრეთ ვიტყოდით და არა განვეშორნეთ ვიდრე მზისა დასლვამდე, ვიდრემდის განვაგდოთ ჩუენგან ჩუეულებაი ბოროტისაი. დაღაცათუ ვიგუემნეთ, გინა მოვსწყდეთ, გინა მიგუეღოს მონაგები ჩუენი, რაითა არა ვსცეთ ჩუენ ზედა მიზეზი ეშმაკსა უდებებითა და უთმინოებითა ჩუენითა. უკუეთუ ესრეთ განაჩინო თავსა შინა შენსა და იხილოს ღმერთმან მხურვალებაი შენი და მოსწრაფებაი, მაშინ შეგეწიოს და განგაძლიეროს შენ კეთილისა საქმისათვის
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები