ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სინანული, ღვთის შიში, ცოდვა
სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის გარჰრცხა წყლითა, გესლი იგი არავე განეყარის მისგან, ხოლო უკუეთუ შეიღო იგი ბრძმედსა ცეცხლისასა, მაშინ განათლდის და ბრწყინავნ იგი. ეგრეთვე სული დაგესლებული ცოდვითა, უკუეთუ განჰრცხე იგი უდებებითა, დაღათუ ყოველთა დღეთა აჩუენებდე სინანულსა, არად სარგებელ გეყოფის, ხოლო უკუეთუ შეჰლებო იგი ბრძმედსა შინა შიშისა ღმრთისასა, ყოველთაგან გესლთა უკეთურებისა მისისათა განწმიდნეს მცირედთა დღეთა და ბრწყინვიდეს და შუენიერებამან მისმან სხუანი მრავალნი სულნი განაბრწყინვნეს