ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ბოროტი საქმეები, სინანული
სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას ვეტყვი: კაცსა განდგომილსა ათ დღე თანა აც სწავლასა ქუეშე ყოფაი და მისა შემდგომად, უკუეთუ არა აღვხადო, ჯერ-არს თქუენდა, რაითა მიბრალოთ. არა თუ თავსა ვიქებ ამით სიტყვითა, არამედ რომელი საქმე სხუათა დაუდებიეს. ნინეველნი იყუნეს უცებ, ვითარცა პირუტყუნი, და მძვინვარე, ვითარცა მხეცნი, უგუნურ და უცნობელ და უგულისხმო, და არა ესმინა სიტყუაი კაცისაგანმგებელისაი კეთილად განგებისათვის და არცა დადებულ იყო მათდა ესევითარი მცნებაი. და ვითარცა ესმა სიტყუაი იგი წინასწარმეტყველისაი, ვითარმედ: სამ დღე-ღა და ნინევი დაქცევად არს. ამათ ხოლო სამთა დღეთა შინა განაგდეს მათგან ბოროტის ჩუეულებაი იგი მათი. რამეთუ მეძავნი მათნი წმიდა იქმნეს და ამპარტავანნი დამდაბლდეს, მომხუეჭელნი და მტაცებელნი მოწყალე იქმნეს და უდებნი მოსწრაფე იქმნეს. არა ხოლო თუ ცოდვაი ერთი, გინა ორი, გინა სამი, ანუ თუ ოთხი განაგდეს მათგან დატევებითა მით ჩუეულებისა ბოროტისაითა, არამედ ყოველნი სიცბილნი მათნი დაუტევნეს (იონა 3,1-10). და ვინაი უწყით ესე, არამედ სიტყუისა მისგან წინასწარმეტყუელისა, რომელი უქადაგებდა, ვითარმედ: აღვიდა ხმაი უკეთურებისა მათისაი წინაშე ღმრთისა (იონა 1,2). ესევე წინასწარმეტყუელი კუალად იქცა, მანვე წამა და თქუა, ვითარმედ: იხილა ღმერთმან ყოველი კაცი მათგანი, განეშორა გზათაგან თვისთა ბოროტთა (იონა 3,10). რამეთუ არა თქუა მეძავთათვის ხოლო, გინა მტაცებელთა, არამედ ყოველთა გზათა მათგან ბოროტთა. და ვითარ უკუე განეშორნეს, ღმერთი მეცნიერ არს ამას. ესე ყვეს უგუნურთა და უცებთა და ამისთვის არა გურცხუენის და კდემულ ვართ. უკუეთუ უცებთა კაცთა სამ დღე დაუტევეს ბოროტისა იგი ჩუეულებაი და ჩუენ გრძელთა ამათ ჟამთა, რომელთა გვისწავიეს და მიწევნულ ვართ, ვერ შეუძლეთ ძლევად, არცაღა თუ ერთსა ჩუეულებათა ჩუენთაგანსა ბოროტსა, და ესე ნინეველნი მიწევნულ იყუნეს ყოველთა ბოროტისა საქმეთა, ვითარცა გუესმის წერილისაი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ხმაი ბოროტებისა მათისაი აღვიდა წინაშე ღმრთისა. ნუ ჰგონებ, თუ სხვისა რაისათვის იტყვის, არამედ სისრულესა ბოროტთა საქმეთა მათთასა