image

თემა: მიტევება,  მტერობა

რომელსა კაცსა უვის მტერი, ნუ კადნიერობნ მიახლებად საუფლოსა ტაბლასა, და რომელსა ჰნებავს ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, პირველად დაეგენ მოყუასსა თვისსა, რომელი ემტერების, და მისსა შემდგომად ღირს იქმნნეს მიღებად ხორცსა საღმრთოსა.
    არა ხოლო თუ მე ოდენ ვიტყვი ამას, არამედ უფალი, რომელი ჯუარს-ევუა ჩუენთვის, რაითა დამაგნეს ჩუენ მამასა, არა დაეყენა სიკუდილისაგან და არცა ჰრიდა სისხლთა თვისთა დათხევასა. ხოლო შენ ერიდები მშვიდობისა ყოფად მტერისა შენისა და სიყუარულითცა სიტყვის-გებაი არა გნებავსა მის თანა სიმდაბლით? ისმინე რაი-ესე თქუა ღმერთმან მათთვის, რომელთა ეგევითარნი გულისსიტყუანი ჰქონან: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა შენსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს, ვითარმედ ძმაი შენი გულ-ძვირ არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი შენი საკურთხეველსა ზედა" (მათე 5,23-24). და არა თქუა, ვითარმედ: "მოელოდე მოსლვასა მისსა", გინა "კაცნი მიუვლინენ", არამედ თვით შენ თავით შენით მიისწრაფე მტერისა შენისა, მიუსწრვე შენ, "მივედ და დაეგე შენ ძმასა შენსა" (მათე 5,24). ჰოი სასწაული, რამეთუ იგი არა ხედავს ნაკლულად დატევებასა შესაწირავისა მისისასა! და შენ ჰგონებ, ვითარედ საყვედრელ შენდა არს, რაითა მიისწრაფო და დაეგო ძმასა შენსა. მითხარ-ღა შენ, უკუეთუ იხილე ასოი რომელიმე მოკუეთილი გუამისაგან, არამცა იღუაწეა ყოვლითა ღონისძიებითა მუნვე კუალად-გებაი ასოისაი მის გუამსა თვისსა? ეგრეთვე უკუე ყავ ძმათა შენთათვის, რაჟამს იხილნე მოხსნილად სიყუარულისაგან შენისა, შეკრიბენ შენდავე და ნუ ელი, რაითამცა მათ გისწრეს და მოვიდეს შენდა, არამედ უსწრვე შნ და მიიღე ძლევისა გვირგვინი. ხოლო იგინი იტყვიან, ვითარმედ: საქმესა, რომელსა ჩუეულ ვართ მრავლით წლითგან, მცირედსა ჟამსა ვერ შემძლებელ ვართ ქცევად მისა. არამედ მე ამას ვიტყვი: უკუეთუ საქმე რომელიმე ღმრთისა-მიერითა ბრძანებითა თანა გუედვას აღსრულებად, არა ჯერ-არს ჩუენდა დახედვად და მიზეზობად ჟამთა და წელთა და არცაღა დღეთა მრავალთა, არამედ შიშით და მოსწრაფედ ბრძანებულისა მის აღსრულებად
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები